აშშ-ს და EU-ს საელჩოსთან გააპროტესტონ, რატომ ჩადიან ევროპაში რუსები" - მაჭარაშვილი ბათუმის პროტესტზე
ბათუმის პორტში გამართული ანტირუსული აქციის ორგანიზატორად "ხალხის ძალაც" ენმ-ს ასახელებს. გურამ მაჭარაშვილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, "აშშ-ს და EU-ს საელჩოსთან გააპროტესტონ, რატომ ჩადიან ევროპაში რუსები".
მშვენივრად ჩანდა იქ ვინ იყვნენ, პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი მხარდამჭერი წევრები. რუსეთში 10 მილიონზე მეტი მოქალაქეა და ათეულობით მილიონი მოქალაქე ჩადის ევროკავშირში, ამერიკაში მათ შორის და რატომ არაა იქ პროტესტი, ეს პრობლემა არ არის?! საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ამას. ამერიკის და ევროკავშირის საელჩოსთან გააპროტესტონ, ევროპაში რატომ ჩადიან რუსეთის მოქალაქეები.