"არ დაგასპოილერებთ" - ანა ბუჩუკური გახარიას გუნდის გეგმებზე
გიორგი გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური პარტიის სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. ბუჩუკურის თქმით, საზოგადოებას პრეზენტაციის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინები აქვს და ამას გახარაის რეიტინგიც მოწმობს. ბუჩუკურმა დაადასტურა, რომ პარტია "საქართველოსთვის" თვითმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, სამომავლო გეგმებს პარტიისა, მოდით, არ დაგასპოილერებთ,
დაველოდოთ ღონისძიებას ჩვენი ლიდერიც ისაუბრებს ხედვებთან დაკავშირებით. მონაწილეობას მივიღებთ ყველა პოლიტიკურ პრიოცესში, მათ შორის, არჩევნებში. მოლოდინის ეს ხარისხი რა თქმა უნდა გვაფიქრებინებს, რომ მას რეიტინგი აქვს ძალიან მაღალი. და ეს IRI-ის ბოლო კვლევებმაც დაადასტურა", - თქვა ბუჩუკურმა.