ჩინეთზე ფსონის დადება ტოტალური მავნებლობაა, დაგვაზიანებს ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით - ნონიაშვილი
„ყოველგვარი ფსონის დადება ჩინეთთან, პოლიტიკურის თუ ეკონომიკურის, საქართველოს ეროვნულ ინტერესს ამ კუთხით არ წარმოადგენს,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა „დღის ამბებში“ გააკეთა.
ნონიაშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სატრანზიტო კორიდორი სრული დატვირთვით მუშაობდეს, განვითარდეს პორტების მუშაობა და რკინიგზა, თუმცა, ამ კუთხით ქვეყანა წინ არ წასულა. ნონიაშვილს უნდობლობა აქვს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის ახალ ეტაპთან დაკავშირებით.
მთლიანი პოლიტიკური კონტექსტი უნდა დავინახოთ - ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა, ჩვენი ქვეყნის მთავარ პარტნიორებს, როცა მიზანმიმართულად გვაკარგვინებს, ამ დროს ფსონი დადო ჩინეთთან ურთიერთობაზე, რომელიც სხვა პოლიტიკურ ბანაკში დგას - იმ პოლიტიკურ ბანაკში დგას, რომელსაც ჰქვია ავტორიტარიზმი, იმ პოლიტიკურ ბანაკში დგას, რომელსაც ჰქვია აგრესია. ამიტომ, ყოველგვარი ფსონი, პოლიტიკურის თუ ეკონომიკურის, საქართველოს ეროვნულ ინტერესს ამ კუთხით არ წარმოადგენს... ნებისმიერი პოლიტიკური მოლაპარაკებები, იქნება ჩინეთთან თუ ამ ბანაკის მონაწილეებთან, არანაირი ნდობა არ მაქვს, რომ რაიმე ტიპის ცვლილება იქნება, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების შესაბამისი იქნება. არ გამაჩნია არანაირი ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ, რომ რაიმე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ პირობებში, როდესაც იმ ბანაკის წევრებთან ლაპარაკობენ, რომლებიც ჩვენთვის მიუღებლები უნდა იყვნენ... ტოტალური მავნებლობაა, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურად დაგვაზიანებს, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დაგვაზიანებს, ეგ არის მთავარი ამბავი ჩვენთვის,“ - ამბობს ნონიაშვილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტი, შესაძლოა, ჩინური კომპანიის ხელში აღმოჩნდეს. საუბარია ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციების გახორციელებაზე.