ფეხებზე ჰკიდიათ კონსტიტუცია, შავ სიზმარშიც არ უნდათ დაინახონ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები - ზაქარეიშვილი

01.08.23 16:48
ფეხებზე ჰკიდიათ კონსტიტუცია, შავ სიზმარშიც არ უნდათ დაინახონ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები - ზაქარეიშვილი

„აშკარად ჩანს შემდეგი, საქართველო ზურგს აქცევს ევროპას, ზურგს აქცევს ევროატლანტიკურ ალიანს,“ - ასე აფასებს ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთთან პარტნიორობის გაფორმებას.

ზაქარეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ჩინეთთან პარტნიორობით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს. ზაქარეიშვილის თქმით, ჩინეთს საქართველოში ერთადერთი ინტერესი აქვს და ეს ანაკლიის პორტია.

აშკარად ჩანს შემდეგი, საქართველო ზურგს აქცევს ევროპას, ზურგს აქცევს ევროატლანტიკურ ალიანს, თუმცა, პირდაპირ უწერია კონსტიტუციაში, რომ მისი მთავარი ამოცანა ევროატლანტიკური მიმართულებაა, არადა ჩინეთთან დოკუმენტში პირდაპირ წერია, უნდა მოხდეს დივერსიფიკაცია და უნდა გადანაწილდეს ვექტორები, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, „ოცნებისგან“ არ მიკვირს... ფეხებზე ჰკიდიათ კონსტიტუცია, შავ სიზმარშიც კი არ უნდათ დაინახონ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები, ხედავენ, ევროკავშირი მზადაა მისცენ საქართველოს მოსახლეობას, სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი და ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოგვცენ და ტრიალდება აღმოსავლეთისკენ. მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსამდე არ იყო საჭირო ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმა, ღებულობს სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას,“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მსგავსი სიახლეები