კარასინი და "ოცნება" ერთი და იმავე პოლიტიკურ პატრონს ემსახურებიან - სამადაშვილი

01.08.23 17:10
კარასინი და "ოცნება" ერთი და იმავე პოლიტიკურ პატრონს ემსახურებიან - სამადაშვილი

კარასინი და "ოცნება" ერთი და იგივე პოლიტიკურ პატრონს ემსახურებიან - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი გრიგორი კარასინს განცხადებას, რომელმაც, ფაქტობრივად, ირაკლი კობახიძის გზავნილი ერთი ერთში გაიმეორა. ორივემ თქვა, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება საკუტარი თავის გადარჩენის მიზნით სრულიად ოპოზიციის დისკრედიტაციას  ცდილობს.

კარასინი და კობახიძე ერთიდა იგივე შეფასებებს აკეთებენ, იმიტომ, რომ ისინი ერთი და იგივე უფროსს ექვემდებარებიან და კობახიძე და „ქართული ოცნება“ ემსახურება იმავე პოლიტიკურ პატრონს, რომელსაც ემსახურება გრიგორი კარასინი. ფიქრობენ, რომ  გადარჩენის ერთადერთი გზა, ეს არის ენმ-ს გამოყენება როგორც საფრთხობელასი და მიბმა ყველა ოპოზიციური პარტიის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ეს ხომ აბსურდია? იმასაც აჩვენებს, რომ თვითონ ენმ გასული წლების მანძლზე არაერთხელ, ფაქტობრივად, დაიშალა. რაც უფრო ძლიერდება არანაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ფლანგი, მით უფრო ეშინია „ქართულ ოცნებას“ გარდაუავალი დამარცხების, - ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები