ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ, ზაფხულია და არ ეწყინებათ - ხვიჩია ენმ-ზე

29.05.21 15:38
ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ, ზაფხულია და არ ეწყინებათ - ხვიჩია ენმ-ზე

ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხის შესახებ თქვა. ხვიჩიას თქმით, ენმ-ს პარლამენტში შესვლას მიესალმება. 

ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით. მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, ვიფიქრე პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო. ისე, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება,სადაც გადაწყდება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.