პუტინის რეჟიმსა და "ოცნებას" შორის სრული კოორდინაციაა - გიგა ბოკერია

01.08.23 17:16
პუტინის რეჟიმსა და "ოცნებას" შორის სრული კოორდინაციაა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ პუტინის რეჟიმსა და "ოცნებას" შორის სრული კოორდინაცია. საქმე ეხება გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელმაც ირაკლი კობახიძის მსგავსად დღეს თქვა, რომ ბათუმში ანტირუსული აქცია ოპოზიციამ დააორგანიზა.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ რუსული ხელისუფლება ახლა "ოცნებას' გზავნილების გამყარებაში ემყარება.

სრული კოორდინაციაა პროპაგანდის ბოროტების იმპერიის შთამომავლის პუტინის რუსეთისგან და ჩვენი, ივანიშვილის რეჟიმისგან. ეს ახსნადია მხოლოდ ერთი რამით:  ჩვენს მტერს აწყობს ის ხელისუფლება, რომელიც არის დღეს საქართველოში მოსული, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის ნაბიჯები ასუსტებს საქართველოს, მარტოს ტოვებს, იზოლაციში აქცევს, ამიტომ რუსული პროპაგანდა ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს და გაამყაროს მისი გზავნილები და ამით აიხსნება ის თანხვედრა გზავნილებში, რასაც ვხედავთ, - ამბობს ბოკერია. 
 

მსგავსი სიახლეები