"აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა" - საქართველოს მხარდამჭერი კამპანია პუტინის ოპოზიციამ დაიწყო
"აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა" - საქართველოს მხარდამჭერი კამპანია პუტინის ოპოზიციამ დაიწყო. სოციალურ ქსელში ამ შინაარსის სტატუსები ვირუსულად ვრცელდება.
კამპანიის უკან რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას გამოქცეული ჟურნალისტები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები დგანან.
„პირველებთან“ ინტერვიუში რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ პუტინი მომხრეებს და მხარდამჭერებს ყოველდღიურად კარგავს, ერთ-ერთი მიზეზი კი უკრაინაში დაწყებული ომია.
ეს ფლეშმობი არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ამით იმის დემონსტრირება გვინდა, რომ რუსული პროპაგანდა რუსეთის ყველა მოქალაქეზე ვერ მუშაობს. გვინდა საქართველოს ვაჩვენოთ, ჩვენთვისაც მიუღებელია რუსი პროპაგანდისტების - გავრილოვის, ლავროვის ოჯახის წევრების აქ ჩამოსვლა. ოკუპაცია არ არის ის, რაზეც მშვიდად უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ რუსეთის დანაშაულებებზე უკრაინაში, არამედ დანაშაულებზე საქართველოში - ათასობით ადამიანი, რომელიც რუსეთის რეპრესიებს გამოექცა, მხარს არ უჭერს ომს, პუტინს. არიან ან იყვნენ მის ოპოზიციაში და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ადამიანები სგან გამოქცეული მოქალაქეები არიან,რომლებიც ემალებიან რუსულ რეჟიმს მათი ანტიპუტინური დამოკიდებულებების გამო. ჩვენ მხარს გიჭერთ - ჩვენ ვამბობთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ჩვენ არ ვართ მკვლელები და გვინდა განადგურდეს პუტინი, მისი რეჟიმი და მისი სისტემა. მე, როცა ეს გამოწვევა სოციალურ ქსელში გავაკეთე, გამოაქვეყნა 2006 წლის ფოტოები, არა 2008 წლის, როცა ისინი პეტერბურგში ან მოსკოვში მართავდნენ რუსული ოკუპაციის ან პროვოკაციის საწინააღმდეგო აქციებს, არამედ უფრო ძველი, როდესაც უპირისპირდებოდნენ რუსულ პროპაგანდას. ბედნიერი ვიქნებით, თუკი ბევრი რუსი ჩაერთვება ამ კამპანიაში და გაბედავს ამაზე ხმამაღლა საუბარს,“ - ამბობს იგორ კუროპტევი.
პუტინის კრიტიკოსი ჟურნალისტი მარია კუზნეცოვი იმედოვნებს, რომ ანტიპუტინისტურ კამპანიას რუსეთის ბევრი მოქალაქე შეუერთდება.
რუსეთის რეჟიმი, რა თქმა უნდა, კარგავს მხარდამჭერებს. ადამიანების უდიდესი ჯგუფია, რომელიც მხარს არ უჭერენ პუტინს და ვაკვირდებით, რომ ოპოზიციური განწყობები იზრდება. ჩვენი სამუშაოა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. ვმუშაობდი უფლებადამცველებთან ერთად, ჩვენ ირგვლივ გვყავს ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ღელავდნენ რუსულ პოლიტიკაზე ომამდე, მაგრამ როცა დაიწყო ომი, მათ დაიწყეს საუბარი და აღმოჩნდნენ ციხეში. მათ შორის, ციხეში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა შვილებმაც, 10 წლის ბავშვებმა ომის საწინააღმდეგო ნახატები შექმნეს. მე ომამდე წამოვედი, რადგან მე მქონდა პოლიტიკური პოზიცია და თუ დავრჩებოდი ციხეში აღმოვჩნდებოდი. რუსეთში რეპრესიები ომამდე ერთი წლით ადრე დაიწყო... აქ ცხოვრობენ პუტინის რეჟიმს გამოქცეული ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვქნათ, ვინც ვფიქრობთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა,“ - ამბობს მარია კუზნეცოვა.