თავისუფლება მიშას! - 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
თავისუფლება მიშას! - მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით საღამოს 7 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლება მიხიელ სააკაშვილის თავისუფლებით უნდა დაიწყოს.
ყველა ეს თემა ერთიანდება ერთ მოთხოვნაში - ეს არის საქართველოს გათავისუფლება რუსეთისგან და პირველ რიგში, რაც ამისთვის არის გადასადგმელი ნაბიჯი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება რუსული ტყვეობისგან. მიხეილ სააკაშვილი არის პრიორიტეტული საკითხი, მისი გათავისუფლება პრიორიტეტულია, ნომერ პირველი თემაა. მისი გათავისუფლებისთვის აქციები რეგულარულად ტარდება თბილისსა და რეგიონებში. ის, რომ აგვისტოს ცხელი დღეებია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა. გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები ერთიანდება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხში, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ადმაიანი, რომელსაც ჰქონდა ლაზიკის პორტის იდეა, რომელსაც უნდოდა, რომ დასავლური ცივილიზაციის ლოჯისტიკური ჰაბი აღმოსავლეთთან შემაკავშირებელი გამხდარიყო ანაკლიის მიმდებარე ტერიტორია,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.