აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს - სახდეპი

01.08.23 18:23
აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს - სახდეპი

"აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს" - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერმა განაცხადა.

მეთიუ მილერმა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანს ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად", - განაცხადა მილერმა. 

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელებაზე რუსულ-აფხაზური შეთანხმების "რატიფიცირება" მოახდინა. 

მსგავსი სიახლეები