დღეს რომ ქვეყანას არ აქვს ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი ეს „ოცნებისა“ და რუსეთის ერთობლივი ქმედებების შედეგია - გიორგი ვაშაძე

01.08.23 18:28
დღეს რომ ქვეყანას არ აქვს ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი ეს „ოცნებისა“ და რუსეთის ერთობლივი ქმედებების შედეგია - გიორგი ვაშაძე

დღეს რომ ქვეყანას არ აქვს ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ერთობლივი ქმედებების შედეგი - ამის შესახებ "სტტატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.  
 
 მისი თქმით, ასევე, ივანიშვილისა და კობახიძის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას არ აქვს კანდიდატის სტატუსი.

“გუშინ ფაქტობრივად ხელახლა წარვადგინეთ ლაზიკის უზარმაზარი კონცეფცია, რომელიც უკვე რეალიზებაში იყო ჩაშვებული ლაზიკა - ანაკლია პროექტის სახით, რომლის იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებას“ აბსურდული ბრალდებით ჰყავს გამომწყვდეული.
 
მაშინ, როდესაც უკრაინაში ომის შემდეგ  რუსეთი მოექცა სანქციებში, შეგვიძლია მთელი ტვირთნაკადი წამოვიღოთ საქართველოში და 38 ტრილიონის ეკონომიკა დავუკავშიროთ ჩვენ ერთმანეთს მაგრამ „ქართული ოცნება“  დღენიადაგ საბოტაჟს უცხადებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასრულებენ რუსულ დავალებებს.
 
პირდაპირ უნდა ვთქვათ, დღეს რომ ქვეყანას არ აქვს ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ერთობლივი ქმედებების შედეგი.

ასევე, ივანიშვილისა და კობახიძის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას არ აქვს კანდიდატის სტატუსი.
უფრო მეტიც, ქვეყანას ტოვებენ დასავლელი პარტნიორების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების გარეშე.
დღეს რომ არ არის სამუშაო ადგილები და ამის გამო ხალხი გაუსაძლის ყოფაში და სიღარიბეში იმყოფება , ესეც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
 
ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს  ივანიშვილები და  კობახიძეები როგორც ანტიქართული ანტიეროვნული ძალა ამ ქვეყანაში.
 
ჩვენ ანაკლიასაც ავაშენებთ, ლაზიკასაც ავაშენებთ, სამუშაო ადგილებსაც შევქმნით, ჩვენს ემიგრანტებსაც დავაბრუნებთ სამშობლოში, აბრეშუმის გზასაც გავმართავთ,  ოღონდ ამ ყველაფერს გავაკეთებთ „ქართული ოცნების“ გარეშე ქართველ ხალხთან ერთად.
 
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი! “ - გიორგი ვაშაძე 

მსგავსი სიახლეები