გენრი დოლიძე: ,,ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით"
"დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე ბათუმის სასამართლოში გადაიყვანეს. "ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით" - თქვა მან სენაკის დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოსულისას.
დოლიძე ამბობს, რომ მოძალადე პოლიციელის ამოცნობა შეუძლია.
ადვოკატის ინფორმაციით, გენრი დოლიძეს დაზიანებები სახესა და სხეულზე. აღენიშნება. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.