ცნობილია პოლიციელის ვინაობა, რომელმაც გენრი დოლიძეს სცემა

01.08.23 19:32
ცნობილია პოლიციელის ვინაობა, რომელმაც გენრი დოლიძეს სცემა

"დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ იძალადა. ინფორმაციას "დროა" ავრცელებს.

ცნობილია პოლიციელის ვინაობა, რომელმაც გენრი დოლიძეს სცემა.
ირაკლი დგებუაძე აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსია
ადვოკატის თქმით, დგებუაძემ მიწაზე დაგდებულ გენრი დოლიძეს მას მერე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გაარკვია მისი ვინაობა.

 

 

 

გენრი დოლიძე ბათუმში რუსული ლაინერის შემოვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. "ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით" - თქვა მან სენაკის დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლისას. 

ადვოკატის ინფორმაციით, გენრი დოლიძეს დაზიანებები აქვს სახესა და სხეულზე. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები