სასამართლო რეფორმა, კორუფცია, ადამიანის უფლებები - EU-ს შეფასება საქართველოზე

01.08.23 19:37
სასამართლო რეფორმა, კორუფცია, ადამიანის უფლებები - EU-ს შეფასება საქართველოზე

კორუფცია, სასამართლო რეფორმის გატარება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ რეგიონებში - ეს საკითხები საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული ვითარებაცაა შეფასებული.

საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით. ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კვლავ შემაშფოთებელია", - აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და მას შესასრულებელი აქვს 12 რეკომენდაცია. ნაკისრი ვალდებულებები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები