"თავისუფლება მიშას" - აქციის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაცია პოლიციელების ალყაშია
ღარიბაშვილის კაბინეტი პოლიციელების ალყაშია. მთავრობის კანცელარიის დასაცავად შს მინისტრმა სამართალდამცველების დიდი რესურსი ინგოროყვას ქუჩაზე გადაისროლა. ღარიბაშვილის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
"თავისუფლება მიშას" - ამ სლოგანით საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის წინ დაანონსდა. მალევე კი სამთავრობო კვარტალი პოლიციელებით გადაივსო.
ახლა შეტევის დროა. მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს", - ასე ეხმაურება პატიმარი პრეზიდენტი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას", - ასე მიმართავს სააკაშვილი მოსახლეობას.