ვის ხელში გადავა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - ჩანაცვლდა თუ არა დასავლეთის ინტერესები ჩინეთის გავლენით?
ვის ხელში გადავა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ჩანაცვლდა თუ არა დასავლეთის ინტერესები ჩინეთის გავლენით - ამ საფრთხეზე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯერ კიდევ 4 წლის წინ აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას. დღეს კი "ქართული ოცნება" მზად არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი ამერიკის ინტერესების მიღმა დატოვოს. ხელისუფლებამ პროექტის ჩავარდნაში დღეს დასავლეთი დაადანაშაულა. თავდასხმის მთავარი ობიექტი კი, რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძე იყო.
ივანიშვილმა ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო, - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი მორიგ იერიშს ხელისუფლების მხრიდან. ანაკლიის პროექტის გაჩერების შემდეგ ხელისუფლება მუდმივად ირწმუნება, რომ ინვესტორის ძიებაშია, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ არის. ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ კი უკვე გამოიკვეთა ღია კონტურები, რა მიზნები აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პროექტთან დაკავშირებით.