ბათუმის პროტესტმა კრემლი წყობიდან გამოიყვანა - კარასინის და კობახიძის გვავნილები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით გავს

01.08.23 20:25
ბათუმის პროტესტმა კრემლი წყობიდან გამოიყვანა - კარასინის და კობახიძის გვავნილები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით გავს

 

 

ბათუმის პროტესტმა კრემლი წყობიდან გამოიყვანა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის ღირსების დაცვამ გრიგორი კარასინი  "ოცნების" მესიჯბოქსებით აალაპარაკა. რუსეთის  მთავრობის მაღალჩინოსანმა სააკაშვილის პარტაქტივი უწოდა ყველას, ვინც ოკუპაციის მხარდამჭერებს ბათუმში პროტესტით დახვდა. კარასინი ღიად ამბობს, რომ საქართველოში არეულობა დასავლეთს უნდა. 

კარასინამდე კი  იყო კობახიძე იგივე გზავნილებით და შეფასებებით. "ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსი ე.წ ტურისტების უკან გაშვებით  საქართველოს ტურიზმი და ეკონომიკა ლამის ჩამოიშალა. ქვეყანაში კი არეულობას აშშ-ი ოპოზიციის დახმარებით გეგმავს.  კობახიძემ  ელჩ დეგნანს თითი დაუქნია და უთხრა, რომ  არ ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. ამ განცხადების გამო კი კობახიძეს შტატებიდან უთხრეს, რომ რუსების დასაცავად სულიც კი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები