ერთი შესრულებული რეკომენდაცია - დგას თუ არა ქვეყანა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხის წინაშე?

01.08.23 20:30
ერთი შესრულებული რეკომენდაცია - დგას თუ არა ქვეყანა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხის წინაშე?

დგას თუ არა ქვეყანა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხის წინაშე? რეკომენდაციების შესრულებამდე  ორი თვეა დარჩენილი, 12-დან კი  სრულად შესრულებული მხოლოდ ერთი პუნქტია.  ეს შედეგი უკვე რამდენიმე თვეა არ იცვლება. პროგრესი არ ჩანს,რაც  საქართველოს სულ უფრო აკარგვინებს შანსს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სამოქალაქო სექტორში ამბობენ,  რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება შესრულდეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პუნქტები, რაზეც საქართველოს  მომავალია დამოკიდებული.  თუ სტატუსს მოგვცემენ, ეს იქნება საჩუქარი და არა ხელისუფლების  გადადგმული ნაბიჯების დამსახურება.

მსგავსი სიახლეები