სიმბოლურ დღეს ჩასვეს ჩემი სასამართლო, 8 აგვისტოს - ბათუმში, ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებული ილია ანთაძე
ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაკავებული ილია ანთაძე პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. ანთაძის თქმით, სამართალდამცავები მის მიმართ ირონიულები იყვნენ.
ანთაძემ საპატიმრო დატოვა, თუმცა, მისი სასამართლო პროცესი 8 აგვისტოს გაიმართება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ანთაძის შვილი სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს.
წამიყვანეს, ე.წ. წრე შემიკრეს და დაკავების მომენტში მიდიოდა მალულად ხელების დარტყმა ქვევიდან, მუხლების გამოქნევა ბარძაყების არეში. ძალიან გაღიზიანებული ვარ გუშინდელი ამბით და ამ საქმეს არ დავტოვებ და ვიბრძოლებ, სამართლებრივ დავას გავაგრძელებ. სიმბოლურ დღეს ჩასვეს ჩემი სასამართლო, 8 აგვისტოს და ვნახოთ, ქართული სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს იმ დღეს, როდესაც ქართველი გმირები დაიღუპნენ და ჩვენი ტრაგედიაა ეს,“ - ამბობს ილია ანთაძე.