"ოცნება" ამ მოვლენებს უყურებს რუსული ხელისუფლების სათვალით - ლომჯარია
"ბატონი კობახიძე და მთლიანი გუნდი, ჩემი დაკვირვებით, ისინი ამ მოვლენებს უყურებენ რუსული ხელისუფლების სათვალით, ხედავენ და აღიქვამენ ისე, როგორც ამ ყველაფერს ხედავს პუტინის ხელისუფლება," - ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მმართველი გუნდის პრორუსულ რიტორიკას "რეაქციაში".
ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსული აგრესია შეარბილოს და მთელი პასუხისმგებლობა აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებას დააკისრონ.
ერთ-ერთი საფუძველი, როცა მსგავს შემთხვევებს პროტესტი მოყვება ხოლმე არის ის რიტორიკა, ის, რომ თვალს და ყურს ცდილობენ შეაჩვიონ, რუსეთი ოკუპანტი კი არ არის, ჩვენ შეგვეშალა და ამიტომ იყო ის აგრესორი, უკრაინაში ზელენსკის ხელისუფლებას შეეშალა და ამიტომ განხორციელდა ეს აგრესია. რუსულ კრუიზებს უყურებენ და ხსნიან ისეთი გადმოსახედით, როგორც რუსეთის ხელისუფლება,“ - ამბობს ლომჯარია.