შემაგინა, თვალის არეში ფეხი მომარტყა - გენრი დოლიძე ირაკლი დგებუაძის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე

01.08.23 21:53
შემაგინა, თვალის არეში ფეხი მომარტყა - გენრი დოლიძე ირაკლი დგებუაძის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე

"ვიყვირე აფხაზეთის ომის ვეტერანს რუსების გამო როგორ აკავებთ მეთქი. როცა პოლიციას ვეტერანის დათმობა მოუწია, მე ჩამავლეს ხელი, წიხლები დამაჭირეს სახეზე," - „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენრი დოლიძე ბათუმის პორტთან დაკავების მომენტს "რეაქციაში" იხსენებს. 

დოლიძის თქმით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიულები იყვნენ, მისი დაკავების დროს კი პოლიციამ მასზე იძალადა. მოძალადეებს შორის იყო ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. გენრი დოლიძეს თვალის არეში დაზიანებები აღენიშნება.

წამოვიდა გინება დედის მიმართულებით, შემიყვანეს კორდონის მიღმა, შემომარტყეს ალყა, გამიკეთეს ხელბორკილები, დამაწყეს თავზე ფეხები, წიხლები დამაჭირეს სახეზე. მოვიდა ამ დროს ირაკლი დგებუაძე, ეს რომელიაო, აწიეს ფეხი, როგორც კი მოახერრხა ჩემი იდენტიფიცირება, შემაგინა ხელბორკილებდადებულ, წაქცეულ ადამიანს, რომელსაც 10 პოლიციელის "რუსული ჩექმა" მეჭირა და როდესაც მიცნო შემაგინა და თვალის არეში ფეხი მომარტყა... უშვერი სიტყვებით მაგინა, გაარიზიანა ერთ-ერთი მოქალაქის ამერიკის დროშამ და ძალიან ცუდი ფრაზა თქვა - ამ აქტივისტს უთხრა, ერთ ადგილზე გაგიკეთებო, ირაკლი დგებუაძემ," - ამბობს დოლიძე.

დოლიძის თქმით, ბათუმის პორტთან სამართალდამცავები არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს იცავდნენ. 

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საოკუპაციო ხაზთან ზუსტად იგევე განცდა მქონდა და სამწუხაროდ, ეს განცდა მქონდა ჩემს ბათუმში და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ რუსი ვანიას ნაცვლად და რუსი ოკუპანტების და საოკუპაციო ხაზის დამცველებლად გვევლინებოდნენ ქარტელი პოლიციელები და ჩემზე ფიზიკურად იძალადა და ღირსების შელახვას შეეცადა რუსის მონა პოლიციელი ირაკლი დგებუაძე. სამწუხაროა, რომ ისინი იცავდნენ ბათუმში რუსული გემის ლივლივს,“ - ამბობს გენრი დოლიძე.

მსგავსი სიახლეები