"არ შეგარჩენთ 20 ივნისს" - აქცია "ექსპო ჯორჯიასთან"

29.05.21 16:32
"არ შეგარჩენთ 20 ივნისს" - აქცია "ექსპო ჯორჯიასთან"

ხმაურია ამ წუთებში "ექსპო ჯორჯიასთან", სადაც ცოტა ხანში გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა დაიწყოს. ტერიტორიაზე  მოძრაობა "საქართველოსთვის" და "შეცვალეს" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ  და გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას შეძახილებითა და სტვენით აპროტესტებენ.

აქტივისტების განცხადებით, გიორგი გახარიას „სირცხვილის კორიდორში“ მოუწევს გავლა.

აქტივისტები ამბობენ, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო გახარიას ადგილი პოლიტიკაში არ არის.