"ოცნების" მშვიდობა გადის ჩვენს ღირსებაზე, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ასე, რომ კაპიკია მაგათი ფასი - მედეა ვასაძე

01.08.23 22:06
"ოცნების" მშვიდობა გადის ჩვენს ღირსებაზე, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ასე, რომ კაპიკია მაგათი ფასი - მედეა ვასაძე

„ქართული ოცნების მშვიდობა გადის ჩვენს ღირსებაზე, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ასე, რომ კაპიკია მაგათი ფასი,“ - ასე აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, მედეა ვასაძე მმართელი გუნდის პრორუსულ განცხადებებს.

ვასაძისთვის გაუმართლებელია სამართალდამცავების ქმედებები ბათუმის პორტში, როდესაც პოლიცია რუსეთის მოქალაქეების თვალწინ ძალადობდა ბათუმის პორტში მიმდინარე აქციის მონაწილეებზე.

ეს არ გავდა ტურისტულ შემოსვლას ქალაქში, იმიტომ, რომ იგრძნობოდა სტუმრებისგან, რომ იყვნენ ერთგვარად ვასალური განწყობის ადამიანები. ადამიანები, რომლებიც აღნიშნავდნენ იმას, რომ ჩვენ ვიყავით მათზე დაქვემდებარებულები და რომ ეს ვასალური დამოკიდებულება დღესაც ძალიან ღრმად და აშკარად გამოხატულად არსებობდა მათ ჩვენდამი დამოკიდებულებაში. პროვოცირება გაგვიკეთეს რიგ საკითხში, შუა თითს გვიჩვენებდნენ. ჩვენი პოლიციის სრულიად მიუღებელი საქციელი, რომლებიც ძალადობდნენ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას და ლაინერის ღია ნაწილზე მდგარი მოქალაქეების თვალწინ ახორციელებდნენ ჩვენზე ზემოქმედებას,“ - ამბობს მედეა ვასაძე.
 

მსგავსი სიახლეები