შეტევის დროა! - მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას სოფო ჯაფარიძე განმარტავს

01.08.23 22:10
შეტევის დროა! - მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას სოფო ჯაფარიძე განმარტავს

შეტევის დროა! - რას გულისხმობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ წინადადებაში, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „რეაქციაში“ სოფო ჯაფარიძე განმარტავს. სოფო ჯაფარიძის თქმით, ახლა ქვეყანა რუსეთისკენ სწრაფი ტემპით მიდის და საზოგადოებამ ერთად უნდა შეაჩეროს ეს პროცესი.

შეტევა ნიშნავს არა მხოლოდ პარტიამ და პარტიის წევრებმა, შეტევა ნიშნავს, რომ თქვენ, მე, იმ 85-მა პროცენტმა, რომელიც თვლის, რომ ქვეყნის გადარჩენა, ეს იქნება, ეკონომიკური თუ ფიზიკური, არის დასავლეთი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ შეტევა, იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მიექანებაგარუსებისკენ, გარუსების ასეთი სწრაფი ტემპი არ ყოფილა... სააკაშვილის ბრძოლის განწყოვბა უცვლელია, ის იბრძვის და ამიტომაა ჩამოსული საქართველოში,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

სოფო ჯაფარიძე განმარტავს, ვინ იყო ინიციატორი იმის, რომ ის ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი. ჯაფარიძის თქმით, მას შეთავაზება პირადად მესამე პრეზიდენტისგან ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები