სააკაშვილი იქნება თავისუფალი, უკრაინა რუსეთის ტყვეობაში საკუთარ მოქალაქეებს არ ტოვებს - ჯაფარიძე

01.08.23 22:16
სააკაშვილი იქნება თავისუფალი, უკრაინა რუსეთის ტყვეობაში საკუთარ მოქალაქეებს არ ტოვებს - ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, - ამ განცხადებას სოფო ჯაფარიძე "რეაქციაში" აკეთებს. სოფო ჯაფარიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან უნდა დაიხსნას.

უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე არის მაღალი თანამდებობის პირი. მას ძალიან დიდი გავლენა აქვს უკრაინაში, ის არის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი. ის არის უკრაინის მოქალაქე და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა არასდროს რუსეთის ტყვეობაში საკუთარ მოქალაქეებს არ ტოვებს. მაგრამ აქ ძალიან დიდი როლი უნდა იყოს ჩვენი და ჩვენ ერთად უნდა დავიხსნათ ის ტყვეობიდან, რადგან ეს მართლაც ეროვნული სირცხვილია. მსგავსი პრეცენდენტი არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ პრეზიდენტი ამდენ ხანს იყოს ტყვეობაში,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები