გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ძმები არველაძეები მივიდნენ
"ექსპო ჯორჯიაში" ექსპრემიერ გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ცოტა ხნის წინ ძმები არველაძეები მივიდნენ. ცნობილმა სპორტსმენებმა მოკლე კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, ისინი დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრად არიან.
სტუმრად ვარ მოსული, აქტიურობას არ ვაპირებ. 1-ში 13:00 საათზე მობრძანდით ვაქცინის მეორე დოზას გავიკეთებთ და იქ გავაკეთებ კომენტარს", - ამბობს არველძე.
შეგახსენებთ, რომ არველაძეები გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფდნენ.