შუა დერეფანი რუსეთისთვის სანქციების თავის ასარიდებელი ხვრელი არ უნდა გახდეს - ბერდია სიჭინავა
ე.წ. შუა დერეფანს, რომლის გახნის საკითხიც პრემიერმა ყაზახეთში გამართული ვიზიტისას განიხილა, ოპოზიციას კითხვის ნიშნებს უჩენს. "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მარშრუტის გახსნა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.
ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, შუა დერეფანი" რუსეთმა სანქციებს გვერდის ასავლელად გამოიყენოს.
შუა დერეფნის პოტენციალს ჩვენი ქვეყანა გრძნობს, ეს ეკონომიკური სიკეთეები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა ეს არ უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ შუა დერეფანი ერთგვარი ხვრელი გახდეს რუსეთისვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს, მათ შორის, ამასთან მიმართებით, როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების ერთ-ერთ პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ბუნდოვანება მოიხსნას, - ამბობს სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის შემდეგ პრემიერი ყაზახეთშ ჩავიდა, სადაც კოლეგას ალიხან სმაილოვს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული "მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების" საკითხი განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს "შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე". საქართელოს ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართელოში რუსული გავლენები გძრელდება და აღნიშნულ დერეფანს რუსეთის ასნქციების გვერდის ასავლელად გამოიყენებს.