EU-ს ანგარიშმა თქვა, რომ კანონის აღსასრულებლად საქართველოს პატრონი არ ჰყავს - ლილუაშვილი

02.08.23 12:15
EU-ს ანგარიშმა თქვა, რომ კანონის აღსასრულებლად საქართველოს პატრონი არ ჰყავს - ლილუაშვილი

ანგატიშმა თქვა, რომ საქართველოს ნორმალური კანონები აქვს, თუმცა ქვეყანას არ ჰყავს პატრონი, რომ ისინი აღასრულოს, - ასე აფასებს "საქართელოსთვის" წერვი ბექა ლილუაშვი ევროკავშირის ახალ ანგარიშს, რომელშიც საუბარ საქართელოს შესახებაც არის.

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას ინსტიტუტების გაძლიერება არ აღელვებს და მხოლოდ მათი მიტაცებით არის დაკავებული. 

2022 წლის ანგარიშმა თქვა, რომ თქვენ გაქვთ კანონები საკმაოდ ნორმალური, მაგრამ არავინ არის პატრონი, რომ აღასრულოს. იმის ნაცვლად, რომ მათ ნაბიჯები გადაედგათ ამ ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, არა პირიქით უფრო მეტი ინსტიტუტი დაასუსტეს და დაუქვემდებარეს პარტიას, შესაბამისად, დღეს საქართველოს მოქალაქე არის აბსოლუტურად დაუცველი, მათ შორის იმ ნაწილში, რომ პირდაპირ ცხადად, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა ქვეყანაში ვერ ხერხდება" - ბექა ლილუაშვილი.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული ვითარებაცაა შეფასებული. დოკუემნტის თანახმად, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი საკითხები, როგორიც კორუფცია, სასამართლო რეფორმის გატარება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება დაოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაა. 

მსგავსი სიახლეები