ხელისუფლება ევროინტეგრაციის საბოტაჟს ეწევა - საბა ბუაძე

02.08.23 11:59
ხელისუფლება ევროინტეგრაციის საბოტაჟს ეწევა - საბა ბუაძე

 "ქართული ოცნება" საქართველოს საბოტაჟს ეწევა - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და ემსახურება რუსულ ინტერესებს. 

ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირთან და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ამ გზით საქართველოში კეთლდღეობის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნაცვლად ემსახურება პუტინის რუსეთს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პუტინის რუსეთის ინტერესები გაატაროს ამ ქვეყანაში, მათ შორის დაასუსტოს ჩვენი პარტნიორების როლი ამ რეგიონში და ყველანაირად საქართველო მიაბას რუსეთს და რუსეთის ორბიტას, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათ შორის ანაკლიის მაგალითზე, რომ ეს ხელისუფლება ეწევა საბოტაჟს ჩვენი როგორც ევროპული პერსპექტივის, ისე ეკონომიკური ინტერესების, შებსამისად, „ქართული ოცნება“ მოაიზრებს საქართველოს როგორც რუსეთთან სავაჭრო ჰაბს და დასავლურ ინვესტიციებს, დასავლურ შესაძლებლობებს, მათ შორის, დასავლეთის მიერ გაკეთებულ კონკრეტულ შეთავაზებებს, ისინი საერთოდ არ უყურებენ, - ამბობს საბა ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები