"ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის ისტორიული შანსი ჩააგდოს - პაატა მანჯგალაძე

02.08.23 12:23
"ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის ისტორიული შანსი ჩააგდოს - პაატა მანჯგალაძე

"ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის ისტორიული შანსი ჩააგდოს, - ასე აფასებს ევროკავშირის მორიგ ანგარიშს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, ხელისუფლებას არ ანაღვლებს ის შეუსრულებელი პუნქტები, რომლის შესრულებაც ევროკომიამ ქვეყანას დაავალა. 

"მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის სიტყვის თავისუფლების პრობლემასთან ერთად, ხელისუფლების მიტაცებასთან ერთად, არის სასამართლო და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები. თქვენ იცით, რომ "ქართული ოცნების" პირობებში სასამართლოს არ აქვს დამოუკიდებლობა, მას იყენებენ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად და ჩვენ ვნახეთ არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები არ იქნება მოგვარებული, კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები არ იქნება მოგვარებული, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები არ იქნება მოგვარებული და საერთოდ არ იქნება შესრულებული რეკომენდაციები და საქართველო დაკარგავს ამ ისტორიულ შანს, მაგრამ ეს "ქართული ოცნება" არ იდარდებს, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ჩააგდოს, ეს ჩვენი ისტორიული შანსი" - პაატა მანჯგალაძე.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული ვითარებაცაა შეფასებული. დოკუემნტის თანახმად, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი საკითხები, როგორიც კორუფცია, სასამართლო რეფორმის გატარება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება დაოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაა.  

მსგავსი სიახლეები