სამწუხაროდ, "ოცნება" საქართველოს მხოლოდ რუსეთის სავაჭრო ჰაბად მოაიაზრებს - საბა ბუაძე
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება აშშ-ს შეთავაზებას, ქუთაისის აეროპორტი სატრანსპორტი ჰაბად აქციოს, "ოცნებ" უარით უპასუხებს. ოპოზიციონერი წევრის თქმით, ხელისუფლება საქართელოს მხოლოდ რუსეთის სავაჭრო ჰაბად მოიაზრებს.
სამწუხაროდ, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, მათ შორის ანაკლიის მაგალითზე, რომ ეს ხელისუფლება ეწევა საბოტაჟს ჩვენი, როგორც ევროპული პერსპექტივის, ისე ეკონომიკური ინტერესების, შესაბამისად, "ქართული ოცნება" მხოლოდ და მხოლოდ მოიაზრებს საქართველოს, როგორც რუსეთთან სავაჭრო ჰაბს და დასავლური ინვესტიციებს, დასავლურ შესაძლებლობებს, მათ შორის, დასავლეთის მიერ გაკეთებულ კონკრეტულ შეთავაზებებს ისინი საერთოდ არ უყურებენ, - ამბობს საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები მზად, არის, ქუთაისის აეროპორტი სატრანსპორტო ჰაბად აქციოს და მისი გავითარებისთის ინვესტიციებია ჩადოს. საგანგებო განცხადება საელჩომ გუშინ გაავრცელა. განცხადებაში საუბარია იმ სამუშაოებზეც, რომელსაც შატატები წლებია აეროპრტის განვითარებსითვის ასრულებს, მათ შორის არის, თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვა, მარკეტინგის გაძლიერება და თანამშრომლების გადამზადების პროცესი.