"ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ქუთაისის აეროპორტი არ გავითარდეს - ირაკლი ნადირაძე

02.08.23 14:06
"ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ქუთაისის აეროპორტი არ გავითარდეს - ირაკლი ნადირაძე

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ 'ქართული ოცნება" აშშ-ს შეთავაზებას ქუთაისის აეროპორტის გავიტარებასთან დაკავშრეით უარით უპასუხებს. მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, გააუქმოს ვაზიანის სამხედრო ბაზა და ის გახსნას აეროპორტი, რომელიც რუსეთს მოემსახურება. 

"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ქუთაისი, როგორც სწრაფად განვითარებადი ქალაქი, როგორც მეორე ქალაქი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი, ამ ქვეყანაში აღარ არსებულიყო ამ ფორმით და ყველაფერს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, იმისთვის, რომ აეროპორტის ზრდა და ამ მიმართულებებით გაზრდა ევროპისკენ არ განხორციელდეს და პირიქით ყველაფერი გაკეთდეს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზა გაუქმდეს და მის ადგილას გაიხსნას აეროპორტი, რომელიც მოემსახურება რუსეთს", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები მზად, არის, ქუთაისის აეროპორტი სატრანსპორტო ჰაბად აქციოს და მისი გავითარებისთის ინვესტიციებია ჩადოს.  საგანგებო განცხადება საელჩომ გუშინ გაავრცელა. განცხადებაში საუბარია იმ სამუშაოებზეც, რომელსაც შატატები წლებია აეროპრტის განვითარებსითვის ასრულებს, მათ შორის არის,  თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვა, მარკეტინგის გაძლიერება და თანამშრომლების გადამზადების პროცესი.  

მსგავსი სიახლეები