შავი ხვრელი რუსეთისთვის - არიდებს თუ არა ოკუპანტი სანქციებს თავს საქართველოს გავლით?
არიდებს თუ არა სანქციებს რუსეთი თავს საქართველოს გავლით? - სავარუდო სანქცირებული ტვირთის გადატანის მცდელობაზე გამოძიება ქვყენაში 4 საქმეზეა დაწყებული. მონაცემები რამდენიმეთვიანი მოთხოვნის შემდეგ "ფლანგვის დეტექტორმა" ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო, თუმცა რა ეტაზპეა ეს გამძოიება და რა ტვირთის გადატანის მცდელობას ჰქონდა ადგილი ოკუპანტს ქვეყნაში, ამ ინფორმაციის სრულად გასაჯაროვებაზე უწყება უარს ამბობს.
"ფლანგვის დეტექტორი" ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნე,ობაზე საუბრობს.
აპრილის თვეში სამინისტრომ თავი აარიდა პასუხს, უბრალოდ გვიპასუხა, რომ მიმდინარე მონაცემებით გამოძიება არ მიმდინარეობდა და ორი თვის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ნაწილობრივ გაეცა პასუხი და გვითხრა, რომ 4 საქმეზე 2023 წელს მიმდინარეობს გამოძიება საზღვარზე სავარაუდოდ სანქცირებულ ტვირთთან დაკავშირებით. კანონი კი იძლევა საშუალებას, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელოს ინფორმაცია ზედაპირული, თუმცა ინფორმაციული შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, როგორიც არის პირობითად ვინ დააკავეს. ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ სხვადასხვა თანამდებობის პირის, რომ საქართველო არის გარკვეულწილად ტრანზიტული ქვეყანა, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ ტვირთმა გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე და საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ტვირთისა არის რუსეთი, რომელიც სანქცირებულია და შესაბამისად ამ ონზე და ამ ბრალდებების ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაღალი საჯაროობა", - აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი".
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსეთისვის სანქცირებული ტვითების მიწოდების სქემაშია ჩართული.
ყველა ეს შეხვედრები არის ბლეფი და ბუტაფორია და მეტი არაფერი. ამიტომ, არის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად უნდა გავხდეთ აბრეშუმის გზის მთავარი ქვაკუთხედი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი, რუსეთის სანქციების პირობებში ამის ყველა რესურსი გვაქვს, ოღონდ არა იმ გზით, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ახორციელებს. ყველა ტვირთი, რომელიც შეიძლება იყო თეორიულად გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამისთვის უნდა იყოს, ევროკავშირთან ამერიკასთან ერთად მონიტორინგი დაწესებული, რომ ეს ტვირთები საბოლოო ჯამში არ მოხდეს რუსეთში. "ქართული ოცნების" პირობებში პირიქით ხდება, რომ ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ და მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩართულნი არიან ამ დანაშაულებრივ ქმედებებში", - გიორგი ვაშაძე.
საპირისპიროს ამტკიცებს ხელისუფლება. 'ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ სანქცირეული ტვირთები საქართელოდან რუსეთში არ გადის.
სად რა შედის და სად რა გამოდის, ყირგიზეთში რა შედის და რა გამოდის, ეს დარწმუნებული ბრძანდებოდით და მე მგონი, რომ არც თქვენი და არც ჩემი საქმე არ არის. მთავარი არის ის, რაც ჩვენ ქვეყანაში შემოდის და რა გადის ჩვენი ქვეყნიდან და ეს რა შემოდის და რა გადის, თქვეს ძალიან მაღალი დონის ვიზიტისას, რომელიც ევროპული და ამერიკელი და ინგლისელი მათ შორის წარმომადგენლების ფორმატში იყო სულ ცოტა ხანს საქართველოში, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.