რადიკალურ ოპოზიციას სპეკულაციის საშუალებას არ მივცემთ - ღუდუშაური კანდიდატის სტატუსის მიღებაზე
არავის მივცემთ სპეკულაციის საშუალებას, ითქოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერი გააკეთა, - ამის შესახებ "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ რადიკალური ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით ხელისუფლების წინასვლას მიზანმიმართულად არ აღიარებს.
ძალიან დიდი არის ძალისხმევა იმ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისა, რომლებიც არც მეტი არც ნაკლები, თქვენ ხედავთ, რომ როდესაც კომისიამ თუნდაც სამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირნათლად შესრულებულად აღიარა, ასეთ შემთხვევაშიც კი ეს ადამიანები ამ რეკომენდაციების შესრულებასაც კი ვერ ხედავენ, პოზიტივშიც კი ვერ ხედავენ საკუთარ თავს, ის რადიკალი ხელმოცარული ოპოზიციის წარმომადგენლები. არავის არ მივცემთ სალაპარაკოს და არავის არ მივცემთ საშუალებას იმისა, რომ სპეკულაციურად გამოიყენონ, რომ თითქოსდა ქვეყანამ რაიმე არ გააკეთა იმისთვის, რომ სამართლიანად მიეღო კანდიდატის სტატუსი", - ალუდა ღუდუშაური.