ვერასდროს გვითხრეს, რას გულისხმობენ მართლმსაჯულების რეფორმაში - მაჭარაშვილი EU-ზე

02.08.23 14:58
ვერასდროს გვითხრეს, რას გულისხმობენ მართლმსაჯულების რეფორმაში - მაჭარაშვილი EU-ზე

ევროკავშირის ახალი ანგარიშისი შემდეგაც, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს რიგი რეფორმები ჯერ ისევ გასატარებელი აქვს, "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულების კუთხით წინსვლა აქვს.

ამასთან, ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამბობს, რომ მათთვის ბუნდოვანია, რას გულისხმოსბ ევროკომისია, როდესაც მართლმსაჯულების ძირეულ რეფორმის გატარებაზე მიუთითებს. 

საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებითვე ხდება ის, რომ მართლმსაჯულებაში არის წინსვლა და პოზიტიური შეფასებები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხითაც. რაც შეეხება კონკრეტულად მართლმსაჯულების რეფორმას, ვერასოდეს ვერ გვითხრეს, რას გულისხმობენ მართლმსაჯულების რეფორმაში, შინაარსობრივ რეფორმაში, რასაც ისინი უწოდებენ გარდა ერთისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა დავნიშნოთ ის პირები, ვინც უნდა რადიკალ ოპოზიციას და ვისაც იტყვის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობა და ეს არის დაუშვებელი, - გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი სიახლეები