პოლიცია მოქმედებდა სტანდარტით და კიდევ უფრო რბილად - გია ვოლსკი
"ქართული ოცნება" კრიმინალური პოლიციის იმ თანამშრომლებს აქებენ, ვინც ბათუმის ნავსადგურში მოქალაქეებს სცემდა. გია ვოლსკი ამბობს, რომ "პოლიცია მოქმედებდა სტანდარტით და კიდევ უფრო რბილად" მესამ დღეა, "ქართული ოცნება" ძალადობში მხილებულ პოლიციელებს აქებს, თუმცა ლანძღავს მესამ სექტორს.
უფლებადამცველები ორმაგ სტანდარტებში და დაპირების პროვოცირებაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.
კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია, თუკი ადამიანი გამოხატვის უფლების ფარგლებში აიღებს და მოლოტოვის კოქტეილს გადაასხავს, ესვრის პოლიციელს და დაწვავს მას ცოცხლად.
ბათუმის პორტში პოლიციელებმა იმოქმედეს სტანდარტის შესაბამისად და გაცილებით უფრო რბილად, ვიდრე წამყვან პოლიტიკურ, დემოკრატიების ქვეყანაში მოქმედებენ პოლიციელები, მაშინ, როდესაც უპირისპირდები პოლიციელს, საკმაოდ მკაცრია, ამ დროს პოლიციელი ყველგან და ჩვენთან, მაინც რაღაც ტრადიცია არსებობს ადამიანური ურთიერთობისა, რასაც პოლიცია ყოველთვის ითვალისწინებს", - ამბობს გია ვოლსკი.
პროცესები გადადებულია-ოკუპაციის მხარდამჭერი რუსების გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები დროებით თავისუფლებაზე რჩებიან. ყველა საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება. რუსი ოკუპანტების შეწუხებისთვის ჩოლურის უწყებამ რეპრესიები 22-მდე ადამიანს მოუწყო. ყველა მათგანი ამბობს, რომ პოლიციამ ცემა და ყველას. ყველას 15 დღიანი პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.