შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ხელმძღვანელის თაოსნობით არის მართლაც სანიმუშო - ალუდა ღუდუშაური

02.08.23 16:41
შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ხელმძღვანელის თაოსნობით არის მართლაც სანიმუშო - ალუდა ღუდუშაური

შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ხელმძღვანელის თაოსნობით არის მართლაც სანიმუშო - "ქართული ოცნება" კრიმინალური პოლიციის იმ თანამშრომლებს აქებს, ვინც ბათუმში მოქალაქეების ცემაში არიან მხილებულები. 

"შსს მისი ხელმძღვანელის თაოსნობით არის მართლაც სანიმუშო, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, მართლაც ის ზღვარგადასული კრიტიკა და მეტიც, ცალკეული ეს ამორალური და ხელმოცარული პოლიტიკოსების განცხადება და შეკერვა პოლიციელების მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის დარდს ჩვენთვის ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩება. ჩვენ, ვდგავართ ქართველი პოლიციელების თითოეული ღირსეული პოლიციელის გვერდით და ამიტომ, მართლაც ხელები, ბინძური ხელები ქართველი ღირსეული პოლიციელებისგან შორის", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

მსგავსი სიახლეები