დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მარტიონეტული ხელისუფლება „ასტორია გრანდეს“ სოხუმში ეპატიჟება
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მარტიონეტული ხელისუფლება რუსულ ლაინერს, „ასტორია გრანდეს“ სოხუმში ეპატიჟება. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა განაცხადა. ასლან ბჟანია რუს ტურისტებს გულთბილ მიღებას შეპირდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული „ტასსი“ ავრცელებს.
სოხუმის საზღვაო პორტი „ასტორია გრანდეს“ სმგავსი გემების მსიაღებად ტექნიკურად მზად არის. სიხარულით გეპატიჟებით ჩვენთან, აფხაზეთში და რუს ტურისტებს აფხაზური სტუმარმასპინძლობით გულთბილ მირებას გპირდებით, - განაცხადა ბჟანიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში ორჯერ შემოვიდა. გემს მოქალაქეები საპროტესტო აქციით შეხვდნენ. საბოლოო ჯამში, ლაინერმა ორჯერვე პორტი დაგეგმილზე ადრე დატოვა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ რეისების მარშრუტებიდან ბათუმი საერთოდ ამოიღო.