ვოლსკის მტკიცებით, საქართველოს შესახებ EU-ს ანგარიში ძალიან პოზიტიურია

02.08.23 15:23
ვოლსკის მტკიცებით, საქართველოს შესახებ EU-ს ანგარიში ძალიან პოზიტიურია

ევროკავშირის საგანგაშო ანგარიში ხელისუფლებას თავისებურად ესმის. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ გამოქვეყნებულ დოკუემნტში ძალიან ბევრი პოზიტივია, ხოლო კრიტიკული ნაწილი "რადიკალური პოლიტიკური ჯგუფებით" არისნ აგნპირობებული. 

მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძალიან ბევრი პოზიტივი წერია. არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა დავუთმოთ. ეს არის თემები, რომლებზეც სისტემატირუი მუშაობაა საჭირო, მაგრამ მთლიანობაში ძალიან პოზიტიურია. არის თემები, სადაც კრიტიკა განპირობებულია პოლიტიკურ კონიუქტურით და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით, - ამბობს ვოლსკი.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული ვითარებაცაა შეფასებული. დოკუემნტის თანახმად, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი საკითხები, როგორიც კორუფცია, სასამართლო რეფორმის გატარება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება დაოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაა.   

მსგავსი სიახლეები