გამაოგნებელი ამბები ბათუმიდან - ვინ გასცემდა ბათუმში მოქალაქეების უმოწყალოდ ცემის ბრძანებას?
"ბორკილებდადებულს ექვსი სპეცრაზმელი წიხლით მიჭერდა, გადამიგრიხეს ხელები, დამაგდეს ქვაფენილზე, წიხლებს მთელი ძალით სახეში მირტყამდნენ" - გამაოგნებელი ამბები ბათუმიდან.
გომელაურის პოლიციელები ადამიანების წინააღმდეგ სასტიკ მოპყრობაში არიან მხილებულები. დაკავებულების თქმით, ძალადობრივი მითითებების გამცემი აჭარის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი იყო. სწორედ ირაკლი დგებუაძე ანიშნებდა პოლიციელებს, ვინ უნდა გამხდარიყო ფიზიკური ანგარიშსწორების მორიგი მსხვერპლი. მათ უმეტესობას ცემის კვალი დღემდე ეტყობა.
საგამოძიებო უწყებას მოკვლევა დაწყებული აქვს, თუმცა აქ მთავრდება ყველაფერი. არც ერთი პოლიციელი, რომელიც სასტიკ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა, არც კი გამოუკითხავთ. ყოველ შემთხვევაში კაციტაძის უწყება ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს.
"ქართული ოცნება" კი გომელაურის თანამშრომლებს უკვე მესამე დღეა მხოლოდ მადლობებს უხდის. ხელისუფლება თავს ესხმის ყველა იმ უფლებადამცველს, ვინც ბათუმის მოვლენებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება საჯაროდ დაგმო.