პროტესტის უკიდურესი ფორმა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან - აბიტურიენტის დედამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა

02.08.23 20:07
პროტესტის უკიდურესი ფორმა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან - აბიტურიენტის დედამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა

 

 

ფეხქვეშ გათელილი კანონი და სახელმწიფო უწყების დემონსტრაციული დაუმორჩილებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. აბიტურიენტის დედამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ამის მიზეზი კი გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებაა, რომელმაც უარი თქვა სასამართლოს განჩინებას დამორჩილებოდა  და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვა. ამის შემდეგ მშობელი იძულებული გახდა შვილის დარღვეული უფლებები უმძიმესი  ფორმით დაიცვას. 

აბიტურიენტი გამოცდაზე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. მას  შემდეგ, რაც იურისტებმა სასამართლოს მიმართეს ეროვნულ ცენტრს გამოცდის ხელახალი ჩატარება დაეკისრა, თუმცა ამ განჩინების აღსრულებაზე უწყებამ უარი თქვა. სასამართლოს დაუმორჩილებლობა კი სისხლის სამართლის დანაშაულია. მიუხედავად ამისა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად მიწერა აბიტურიენტს, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
 

მსგავსი სიახლეები