არ არსებობს დაპირება, რომელიც საქართველოში არ გაცემულა - გახარია

29.05.21 18:11
არ არსებობს დაპირება, რომელიც საქართველოში არ გაცემულა - გახარია

არ არსებობს დაპირება, რომელიც საქართველოში არ გაცემულა - ამის შესახბე გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციისას თქვა. მისი თქმით, ეს საქართველოში პოლიტიკური კულტურის დონეზე მიუთითებს.

საქართველოში არასოდეს გვქონია კარგი იდეების დეფიციტი. შეიძლება ვთქვათ, რომ არ არსებობს დაპირება, რომელიც საქართველოში არ გაცემულა, ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური კულტურის დონეზე მიუთითებს. მაშინ განსკაუთრებით როდესაც ქვეყანაში არის სიმართლის პრობლემა, მაშინ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ კლასზე, რომლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს ბევრად მაღალი.ჩვენ ვერთიანდებით სიმართლისთვის და მოქმედებისთვის", - თქვა გახარიამ.