შეუშლის თუ არა ხელს "ოცნება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სატრანსპორტო ჰაბად ქცევას?
საერთაშორისო სატრანსპორტო ჰაბი დასავლეთისთვის თუ რუსეთისთვის. შეერთებული შტატები მზად არის ქუთაისის აეროპორტის ახალი სტატუსისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს. საუბარია, როგორც აეროპორტის გაძლიერებაზე ასევე თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის მოწყობაზე, რაც ქუთაისს საერთაშორისო ჰაბად აქცევს. კელი დეგნანის ამ განცხადების შემდეგ კი ქართული ოცნება დიდი დილემის წინაშე დადგა.
ქუთაისის აეროპორტის საკუთარ ჰაბად ქცევა რუსეთის გეგმებშიც შედის. მოსკოვის მიზანია ქართული აეროპორტი სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენოს. ფანჯარა დასავლეთში სანქცირებული რუსებისთვის სწორედ ქუთაისია, საიდანაც იაფად ევროპაში მოხვდებიან. რუსულ ავიაკომპანიებს ფრენის განრგიც ისე აქვთ გაწერილი, რომ რუსეთის მოქალაქეებს აეროპორტში დიდხანს ლოდინი არ მოუწიოთ ევროპის დედაქალაქებში მოსახვედრად.