ღარიბი ხალხის მდიდარი პირველი ლედი - რა ღირს ნუნუკა თამაზაშვილის საათი და კაბა?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს 14 ივლისს თბილისში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 5 900 ლარიანი (ALESSANDRA RICH) კაბა და 25 000 ლარიანი PANTHERE DE CARTIER-ის საათი ეკეთა - ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს.
ღონისძიებაზე თამაზაშვილს 5 000 ლარიანი DIAMOND TENNIS -ის ბრენდის სამაჯური ეკეთა.
ნუნუ თამაზაშვილი უმუშევარია და "ქართუ ბანკიდან" სესხები აქვს აღებული ავტომანქანის შესაძენად და ბაკურიანში სახლის ასაშენებლად; ხოლო თავად ირაკლი ღარიბაშვილის წლიური შემოსავალი ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 44,143 ლარი იყო;
პრემიერის პრესსამსახურში არ უპასუხეს სტუდია მონიტორის შეკითხვებს, თუ რა სახსრებით შეიძინა ნუნუ თამაზაშვილმა ძვირადღირებული სამოსი და აქსესუარები, რომლითაც ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
წყარო: სტუდია მონიტორი