"ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია" - მარია ზახაროვა ბათუმის აქციაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია დასავლეთის შეკვეთილი იყო. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები საქართელოს მსოახლეობას არ წარმოადგენენ და ქვეყნის შიგნით აღნიშნულ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია.
ამასთან, ზახაროვა თავს კელი დეგნანსაც ესხმის და ამტკიცებს, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოს მოსახლეობას ასწავლის, როგორ უნდა იცხოვრონ.
ცხადია, რომ შეკვეთილი აქცია იყო. ასეთი შეკვეთილი აქციები იქ (საქართველოში) სხვა და სხვა თემებზე იმართება, რუსეთის კონტექსტშიც და შიდა მოვლენების საკითხებშიც. კარგად გვესმის, ვინ არიან შემკვეთნი. ადამიანები, რომლებიც მსგავს აქციებში მონაწილეობენ, ისინი საქართველოს მოსახლეობას, როგორც წესი, არ წარმოადგენენ. ისინი შემკვეთს წარმოადგენენ, რომელიც ამ ყველაფერს აორგანიზებს.
კელი დეგნანი პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ უნდა იცხოვრონ და მსგავსი აქციებით გახარებულია. ის თავისი განცხადებებით, ფაქტობრივად, ადასტურებს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ არის ბენეფიციარი. ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, როგორც ქვეყანას, ამ ადამინებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან, - აღნიშნა ზახაროვამ.