გადავდექი იმიტომ, რომ პარტიამ დააყენა მისი ინტერესები სახელმწიფოზე მაღლა - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ის გადადგა, იმიტომ რომ "ოცნებამ" პარტიული ინტერესების სახლემწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენა. გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.
გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ გულწრფელად, 8 წლიანი მართველობის შემდგომ მმარტველი პარტია თავის მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ გვქონდეს ამიბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა იყოს უფრო მეტად ეფექტური, კიდევ უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს.
გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯს რომელიც მე გადავდგი", - თქვა გახარიამ.