რუსი პროპაგანდისტების და კობახიძის ტექსტებიც ფსბ-ში მზადდება - დათუნაშვილი
რუსი პროპაგანდისტის, მარია ზახაროვას და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებეში ოპოზიცია ერთი და იმავე ნარატივს ხედავს. "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი აბობს, რომ რუსი პროპაგანდისტების და "ოცნების" ლიდერების ტექსტებიც სწორედ ფსბ-ში იწერება.
აქ მთავარი ის არის, რომ მემგონი, ჩვენ აღმოვაჩინეთ, საიდან ფორვარდდებოდა „ოცნების“ ჩატში ინფორმაცია. სინამდვილეში, რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტებიც და ირაკლი კობახიძის ტექსტებიც ყველა მზადდება ლუბიანკაზე, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში. ამის ავტორი, რა თქმა უნდა, არის რუსული სპეცსამსახურები ამ ნარატივის, რომ თურმე ახლა ეს აქცია დაკვეთილია და მოსახლეობა აქ სიხარულით ხვდება რუსეთის მოქალაქეებს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
მარია ზახაროვამ თქვა, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია დაკეთილი იყო, ხოლო მის მონაწილეებს საქართველოში მხარდამჭერები არ ჰყავთ.