ხელისუფლების სათავეში კრემლის თუთიყუშები გვყავს- ირაკლი ფავლენიშვილი
ენმ-ს გენერალური მდივნის მოადგილე "ოცნების" ხელისუფლებას კრემლის თუთიყუშებად მოაიხსენიებს. ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა რუსი პროპაგანდისტის, მარია ზახაროვას განცხადების შემდეგ ისაუბრა.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლება რუსული ტერორისტული სახელმწიფოს ხედვას სრულად იზიარებს.
ხელისუფლების სათავეში გვყავს კრემლის თუთიყუშები. ამას ჩვენ კი არა, საერთაშორისო საზოგადოება შეეჩვია და მათი შერქმეული სახელია. კობახიძე, ღარიბაშვილი, თალაკვაძე, ესენი წარმოადგენენ კრემლის სპიკერებს ანუ საშინაო სპიკერები ჰყავს კრემლს ზახაროვას და პესკოვს უსმენთ ხოლმე და იგივე ნარატივს, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანუ რუსული ტერორისტული სახელმწიფოს ხედვას იზიარებენ აბსოლუტურად, - ირაკლი ფავლენიშვილი.
მარია ზახაროვამ თქვა, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია დაკეთილი იყო, ხოლო მის მონაწილეებს საქართველოში მხარდამჭერები არ ჰყავთ.