შექმნის თუ არა "ლელო" ახლა პროდასავლურ გაერთიანებას? - პირველი პოლიტიკური შეფასებები
შექმნის თუ არა პარტია "ლელო" ახლა პროდასავლურ გაერთიანებას? ოპოზიციის ნაწილი ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდთან თანამშრომლობას განიხილავს.
ახალ გაერთიანებაში საკუთარ თავს ხედავენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც, ისინი, ვისაც არც "ნაცმოძრაობასთან" და არც გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა არ სურთ.
"ლელოში" აცხადებენ, რომ მათი კარი ღიაა. სავარაუდოდ, აქტიური კონსულტაციები სექტემბრიდან დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ ენმ-ს ყოფილი ლიდერები, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე ამ გაერთიანებაში ვიხილოთ.
"ლელოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ახლა მათთვის მნიშვნელოვანი, ლელოს პარტიული განვითარებაა.
ავავე დროს, ჩვენი კარი ღია ღია პოლიტიკური კონსულტაციებისთვის, იმ პარტიებთან, ინდივიდუალურ ადამიანებთან, ვისაც ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სურს და იზიარებს ჩვენს ხედვას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას, ერთპარტიულად ქვეყნის სათავეებში" - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
რაც შეეხება რომან გოცირიძეს, დეპუტატი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების დიდ გაერთიანებაზე საუბრობს.
მე პირადად მოვიაზრებ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების დიდ გაერთიანებას, გარდა იმ პარტიებისა, რომლებმაც უკვე განაცხადეს ცალკე კოალიციის შეკვრის შესახებ ნაციონალურ მოძრაობასთან. ასევე, მოიაზრება რომ ცაკლე იქნება გახარიას პარტია. დანარჩენი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთ დიდ ოპოზივიურ ცენტრს თუ შექმნის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება"- თქვა გოცირიძემ.
პროდასავლური ძალების გაერთიანებას მიესალმება "გამარჯვების პლათფორმის" ლიდერიც. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მტავარია ოპოზიციამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანი ფრონტი აჩვენოს.
ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელმა" გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადავდგით. "გამარჯვების პლათფორმა" დავაფუძნეთ. ყველა სხვა პროდასავლურ პარტიას მოვუწოდებ გაერთიანებისკენ - როგორც და რა ფორმატითაც გინდათ ისე, მაგრამ მთავარია, ერთიანი ფრონტი ვაჩვენოთ ამ გადამწყვეტ მომენტში"- განმარტა ვაშაძემ.