კობახიძესა და ზახაროვას შორის სხვაობა მხოლოდ სქესშია - პაატა მანჯგალაძე

03.08.23 12:24
კობახიძესა და ზახაროვას შორის სხვაობა მხოლოდ სქესშია - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის". 

მისი თქმით, უმრავლესობის წევრებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა "მესიჯები" მუდმივად ემთხვევა ერთმანეთს, რაც შემთხვევითი არ არის.

"ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს გავმართეთ ბრიფინგი და ვთქვით, რომ რუსი კურატორები უმზადებდნენ "ქართულ ოცნებას" სასაუბრო "მესიჯბოქსებს". შემთხვევითი არ არის მარია ზახაროვას, კობახიძის და "ხალხის ძალის" ნარატივებისა და "მესიჯების" დამთხვევა. თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდში ამ რუსულ "მესიჯბოქსს", ვნახავთ, რომ კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია დასავლეთის შეკვეთილი იყო. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები საქართელოს მსოახლეობას არ წარმოადგენენ და ქვეყნის შიგნით აღნიშნულ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები